ახალი ამბები

ხვედელიძის არჩევანი და ივანიშვილის კომენტარები [Video]

1 ოქტომბერი, 2012 • 938
ხვედელიძის არჩევანი და ივანიშვილის კომენტარები [Video]

თავად ბიძინა ივანიშვილი არ სარგებლობს საკონსტიტუციო ცვლილებებით მისთვის მინიჭებული უფლებით, როგორც საქართველოში დაბადებულმა ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქემ, ხმა მისცეს არჩევნებში.

 

“ეს არჩევნები არის იმისთვის, რომ დაბრუნდეს სამართლიანობა და ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს, იმ კონსტიტუციური ცვლილებებით და ჩემს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხებით და ყველა ამ პროცესით სახელმწიფოს სახელმწიფოს ფუნქცია დაუკარგეს და მე ადრეც ვთქვი და ახლაც იგივეს განვაცხადებ, რომ მე ამით არ ვისარგებლებდი”, – განმარტა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, დღეს საქართველოში ისტორიული დღეა:

 

“პირველად ხალხი აკეთებს დემოკრატიასთან ახლოს მდგომ არჩევანს. ხელისუფლებამ ბევრი დარღვევა განახორციელა დღემდე და დღესაც რამეს მოიფიქრებენ, მაგრამ ქართველი ხალხის სიბრძნემ და დიდმა ისტორიულმა გამოცდილებამ შექმნა ის პირობები, რომ დღეს ჩვენ არჩევნებით პირველად მოვახერხებთ გავისტუმროთ ხელისუფლება და ჩავანაცვლოთ იგი ახლით”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი