ახალი ამბები

მიტროპოლიტი ანტონი: “ქალბატონ შორენას მე რატომ მიხსენებთ”?

22 დეკემბერი, 2016 •
მიტროპოლიტი ანტონი: “ქალბატონ შორენას მე რატომ მიხსენებთ”?

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პატრიარქისა და საპატრიარქოს პოზიციას ყოველთვის ეთანხმება, ხოლო პატრიარქის მდივან-რეფერენტთან, შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით კითხვა თავად მას უნდა დავუსვათ.

“ვიცი, რა შეკითხვებსაც დასვამთ და მე გეტყვით წინასწარ, ყველა საკითხზე, რაც იყო სინოდის გადაწყვეტილება, აბსოლუტურად მოისმენთ. მე პატრიარქის პოზიციას და საპატრიარქოს პოზიციას ყოველთვის ვეთანხმები. ჩვენ გვაქვს კრებსითობა… აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება ნამდვილად უნდა გვქონდეს, მაგრამ, კრებსითობა არის ის, რომ შევთანხმდებით, ვიმსჯელებთ და იმ აზრს ვეთანხმებით მერე ყველა”, – თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას მიტროპოლიტმა ანტონმა.

“ქალბატონ შორენას რატომ მიხსენებთ მე? რატომ გვიხსენებთ ჩვენ? ქალბატონ შორენასთან მიბრძანდით და აიღეთ ინტერვიუ,”- განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა 22 დეკემბერს, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ. სხდომის შემდეგ ეპისკოპოსების უმეტესობამ საპატრიარქო ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

სინოდის სხდომის შემდეგ. 22.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

სინოდის სხდომის შემდეგ. 22.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი