რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ვლადიმირ პუტინს “აბსოლუტური ლიბერალი” უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “დოჟდი” ავრცელებს.
“მტრები – პირველ რიგში, უცხოეთში და ზოგიერთი რუსეთის შიგნითაც- თვლიან, რომ პუტინი უფრო კონსერვატორია, რომლისთვისაც სიტყვა ” თავისუფლება” უცხოა, მაგრამ პუტინი თავისი ბუნებით აბსოლუტური ლიბერალია”, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, პუტინი უფრო მეტად ლიბერალია, ვიდრე ის რუსი პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ.
“ის აბსოლუტური ლიბერალია თავის ეკონომიკურ მიდგომებში, სოციალურ პოლიტიკაში და ა.შ”.
“დოჟდი” წერს, რომ პუტინმა საკუთარ თავს ლიბერალი 2014 წელს უწოდა უცხოელ და რუს ჟურნალისტებთან ინტერvიუში.