ახალი ამბები

შსს: ქართველი პოლიციელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაუდგენელი მიზეზების გამო მოხვდა

29 სექტემბერი, 2012 •
შსს: ქართველი პოლიციელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაუდგენელი მიზეზების გამო მოხვდა

განსხვავებულ ვერსიას ავრცელებენ ცხინვალისა და რუსეთის საინფორმაციო საშუალებები. მათი ცნობით, დღეს, გამთენიისას, 3:40 საათზე, ჯავის რაიონის სასაზღვრო ადგილზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილული იქნა მესაზღვრეების პოსტი, რაზეც რუსმა და ოსმა მესაზღვრეებმა საპასუხო ცეცხლი არ გახსნეს. თუმცა ამის შემდეგ დაკავებული იქნა საქართველოს შსს-ს თანამშრომელი მოგელი ტომიაშვილი.

 

რუსული წყაროების ცნობით, ტომიაშვილს თან ჰქონდა M4 ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. ცხინვალის უშიშროების სამსახურის ცნობით, დღეს გამთენიისას მომხდარი ინციდენტი ქართული მხარის მორიგი პროვოკაციაა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ქართველი პოლიციელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე “ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო მოხვდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი