აქციისთვის მზადება გუშინ საღამოს საათებში დაიწყო. “ქართული ოცნების” აქცია დღს 14:00 საათზე დაიწყება და 23:00 საათამდე გაგრძელდება.

იგეგმება მსვლელობა ოთხი ადგილიდან. დინამოს სტადიონზე, ვაკის პარკთან, მეტრო 300 არაგველთან და სპორტის სასახლესთან კოალიციის მხარდამჭერები 14:00 საათზე შეიკრიბებიან და მსვლელობას თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოაწყობენ.

თავისუფლების მოედანზე აქცია 16:00 საათისთვის დაიწყება. თბილისის პარალელურად 16:00 საათზე გაიმართება აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც.

“ქართული ოცნების” პირველი აქცია 27 მაისს ასევე თავისუფლების მოედანზე გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის ეროვნულ სტადიონზე შეხვედრა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც” გამართა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *