„ქართული ოცნების“ ოფისის დაცვის თანამშრომლის შვილი- დათო ცისკარიშვილი საცხოვრებელი ადგილიდან გაიტაცეს და უმოწყალოდ სცემეს. როგორც დაზარალებული ამბობს, უცნობმა პირებმა ის მანქანით გაიტაცეს, კუკიაზე აიყვანეს და დაემუქრნენ, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღსაღნიშნავია, რომ დათო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გარდა იმისა, რომ ის უმაწყალოდ სცემეს, მას ხელებზე მანქანით გადაუარეს. ის ამ წუთებში საავადმყოფოში იმყოფება.”- ავრცელებს განცხადებას “ქართული ოცნება.”
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ქვემო მაჩხაანში მცხოვრებ ნიკოლოზ მოსულიშვილის ცემის ფაქტზეც გამოძიება დაიწყო. ნიკოლოზ მოსულიშვილი კოალიცია “ქართული ოცნების” წევრია. შსს განცხადებით, მოსულაშვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ნიღბიანმა პირებმა სცემეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო.