ახალი ამბები

გურგენიძე: დღეს ჩვენი ბანკომატები არ იმუშავებს

28 სექტემბერი, 2012 •
გურგენიძე: დღეს ჩვენი ბანკომატები არ იმუშავებს

“ლიბერთი” ბანკის გენერალური დირექტორის ლადო გურგენიძის განცხადებით, ბანკის კოლექტივი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბანკის მთელმა ქსელმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხვალ დილიდან იმუშაოს:

” რაღაც შეფერხებები, ბუნებრივი,ა იქნება. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ ამ წუთას ჩვენ სასერვეროს არ მიეწოდება დენი, შესაბამისად, დღეს საღამოს და ღამეს ჩვენი ბანკომატები  და პოსტ-ტერმინალები არ იმუშავებს”.-განაცხადა გურგენიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

მისივე თქმით, შენობიდან თანამშრომელთა სრული ევაკუაცია განხორციელდა და დაშავებულები არ არიან. ხანძარი კი მთლიანად ჩააქრეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი