ახალი ამბები

ბურდილაძე: M² -თვის პრობლემაა დაავადებული ხეების მოჭრისთვის თანხის გადახდა

20 დეკემბერი, 2016 • 16281
ბურდილაძე: M² -თვის პრობლემაა დაავადებული ხეების მოჭრისთვის თანხის გადახდა

M²- უძრავი ქონების გენერალური დირექტორის, ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, კომპანიისთვის დაავადებული ხეების მოჭრისთვის განსაზღვრული თანხის გადახდა პრობლემას წარმოადგენს.

ბურდილაძის განცხადებით, დავადებული ხეების მოჭრისთვის არსებული მოსაკრებლის გაუქმება ყველა სამშენებლო კომპანიისთვის მნიშვნელოვანია:

“ზოგიერთისთვის ეს შეიძლება ოცი ათასლარიანი პრობლემა იყოს, ზოგიერთისთვის- მილიონლარიანი. გააჩნია დეველოპერს. m2 კვადრატისთვის პრობლემაა თანხის გადახდა.”

მისივე განცხადებით, ასევე პრობლემაა მათ და, ზოგაგად,  სხვა ტერიტორიაზე დაავადებული ხეების არსებობა:

“კერძო მესაკუთრეს თანხის გადახდა უწევს მოჭრისთვის, რაც სწორი არ არის, რადგან დაავადებულმა ხემ სხვა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. სხვა ხეები დააავადოს, ან წაიქცეს და რამე, ან ვინმე დააზიანოს. კერძო სექტორის სტიმულირება ასეთი ხეებისგან ტერიტორიის გასუფთავების მიმართულებით კარგი იქნება.”

სამშენებლო კომპანიამ “m²”–მა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სპეციალური წერილით მიმართა და ხეების მოჭრისთვის მოსაკრებლის გაუქმების შესახებ რეგულაციების შეცვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.  პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს  “m² უძრავი ქონების” საკანონმდებლო წინადადების საკონმდებლო ინიციატივად ქცევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თემაზე კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს.

გარემოსდაცველები და აქტივისტები ამ ინიციატივას აპროტესტებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი