ახალი ამბები

პროკურატურამ პატიმრების წამებისთვის კიდევ 2 პირი დააკავა

28 სექტემბერი, 2012 • 1173
პროკურატურამ პატიმრების წამებისთვის კიდევ 2 პირი დააკავა

“სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის მე-2 დაწესებულების განყოფილების უფროსი გაგა ლიპარტელიანი და ქუთაისის მე-2 საპყრობილის კონტროლიორი მიხეილ ჩხაიძე სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს. აღნიშნული პირები დანაშაულს ჩადიოდნენ ქუთაისის მე-2 საპყრობილის ტერიტორიაზე,”- აცხადებენ პროკურატურაში. 

 

ოფიციალური მონაცემით, გამოძიების ამ ეტაპზე სულ დაკავებულია 18 პირი, მათ შორის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ციხის ორი დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.

 

პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა, წამებასა და გაუპატიურებაში მხილებული სხვა 4 პირი, რომელთაც ქუთაისის მე-2 საპყრობილეში მაღალი თანამდებობები ეკავათ, პროკურატურის განცხადებით, გუშინ, 27 სექტემბერს დააკავეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი