ახალი ამბები

ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრების ნაწილი შიმშილობს

28 სექტემბერი, 2012 • 901
ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრების ნაწილი შიმშილობს

 

სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა N19 დაწესებულებაში ვიზიტის დროს მათ პატიმრებმა განუცხადეს, რომ 2012 წლის 25 სექტემბრიდან 30-მდე მსჯავრდებულმა შიმშილობა გამოაცხადა. პატიმრები სახალხო დამცველთან საუბრის დროს ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაა. 

 

“ასევე, ამუშავდეს და ეფექტური გახდეს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების, ასევე ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავუსუფლების მექანიზმები. ამჟამად N19 დაწესებულებაში იმავე მოთხოვნით შიმშილობას განაგრძობს ხუთი მსჯავრდებული. მსჯავრდებულთა ნაწილი, მოშიმშილეთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე,“- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

ტუბერკულოზითა და შიდსით დაავადებულ პატიმრებთან დაკავშირებით გუშინ, 27 სექტემბერს, საქართველოს პატრიარქმაც ისაუბრა სამების ტაძარში ქადაგების დროს და ხელისუფლებას მათი გათავისუფლება მოსთხოვა.

 

მისი განმარტებით, პატიმრები, რომლებიც ტუბერკულოზით და შიდსით არიან დაავადებული, დაუშვებელია, რომ ციხეში იმყოფებოდნენ.

 

“ისინი სხვა პატიმრებსაც უქმნიან საფრთხეს. მივმართავ ხელისუფლებას, გაუშვან ისინი სახლებში, რომ იმკურნალონ,”- განაცხადა ილია მეორემ

 

 



მასალების გადაბეჭდვის წესი