დღეს, 20 დეკემბერს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამინდის გაუარესების გამო შეფერხებით მუშაობს.
ქუთაისის აეროპორტში განგვიცხადეს, რომ ცუდი ხილვადობისა და დიდთოვლობის გამო ფრენები არის შეფერხებული. 12:00 საათის მდგომარეობით, სალონიკისა და კიევის მიმართულებით რეისის მგზავრები ბორტზე იმყოფებიან და ელოდებიან, როდის შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ფრენისთვის.
ასევე გადადებულია ბუდაპეშტის მიმართულებით ფრენა 21:00 საათამდე, ხოლო ვარშავის რეისი – 22:00 საათამდე.