ახალი ამბები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საგანგებო განცხადება

27 სექტემბერი, 2012 •
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საგანგებო განცხადება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საგანგაშოდ მიაჩნია, რომ ბოლო დღეებში საქართველოს მედიით ვრცელდება სხვადასხვა ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერი.

ამ ჩანაწერებს ავრცელებენ როგორც ხელისუფლების ორგანოები, ასევე ცალკეული კერძო  პირები და არაიდენტიფიცირებული პირები. 

უკვე გავრცელებული მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს პროცესი ხელს უშლის მოქალაქეების ინფორმირებულობას, ნორმალური საარჩევნო და მედიაგარემოს არსებობას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, ქარტიის ყველა ხელმომწერ და არახელმომწერ ჟურნალისტს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი, დაუსაბუთებელი და საეჭვო ფოტო, ვიდეო და აუდიომასალების გავრცელებისგან.
მედიის განსაკუთრებული პასუხისმგებელობაა, ზუსტი, მაღალეთიკური ინფორმაცია მიაწოდოს მოქალაქეებს და ხელი შეუწყოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი