“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა სრულიად საფუძვლიანი და კანონიერი მოთხოვნა, სასამართლომ არც ერთი ჩვენი ხაზგასმა და არგუმენტი არ გაითვალისწინა და ცესკოს მიერ 24 სექტემბერს მიღებული დადგენილება ძალაში დატოვა”, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ნათია კაპანაძემ. მისი თქმით, ცესკოს წარმომადგენლების პოზიციით დადგენილება კანონის ფარგლებშია მიღებული. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე ფოტო–ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით დადგენილება 24 სექტემბერს მიიღო, რასაც მედიის წარმომადგენლების მხრიდან პრტესტი მოჰყვა. ცესკოს შენობასთან საპოროტესტო აქციის გამართვის შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა დაპირება მიიღეს, რომ დადგენილების გადახედვა მოხდებოდა, თუმცა დადგენილება არ შეცვლილა.