18:40 – მეტეხის ხიდთან პატრიარქი მივიდა, ის ამ წუთებში პარაკლისს აღავლენს.
18:25 – მეტეხის ხიდთან საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს ელოდებიან
თბილისის კურთხევის ცერემონია დღეს დილიდან მიმდინარეობს, მსვლელობის მონაწილეები რამდენიმე წუთის წინ მეტეხის ხიდთან მივიდნენ და იქ შეკრებილ ხალხს შეუერთდნენ.
მსვლელობის მონაწილეებს წინ სასულიერო პირი მიუძღვოდათ, რომელიც ირგვლივ ნაკურთხ წყალს ასხამდა. კურთხევის ცერემონია პარაკლისით უნდა დასრულდეს, პარაკლისს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.
ილია მეორე 10 მღვდელმთავართან ერთად მეტეხის ხიდთან რამდენიმე წუთში უნდა მივიდეს.