ახალი ამბები

ციხეებში არაგეგმიური პაემნები დასრულდა

27 სექტემბერი, 2012 •
ციხეებში არაგეგმიური პაემნები დასრულდა

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადებით, დღეისათვის ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულება დაუბრუნდა ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმს და, შესაბამისად, პატიმრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ პაემნებით კანონით დადგენილი რაოდენობითა და წესით.

 

“მას შემდეგ, რაც გავრცელდა საყოველთაოდ ცნობილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ყველა პატიმარს მისცემოდა საშუალება, დაკავშირებოდნენ საკუთარი ოჯახის წევრებს. აღნიშნული მიზნით პატიმრებს მიეცათ საშუალება, ესარგებლათ დამატებით ხანმოკლე პაემნით ან/და საკუთარ ახლობლებს დაკავშირებოდნენ ტელეფონით. აღნიშნული ღონისძიება ატარებდა ერთჯერად ხასიათს,”- აცხადებენ სამინისტროში. 

 

ციხეებში არაგეგმიური ვიზიტები მას შემდეგ დაიწყო, როდესაც პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალები გავრცელდა. 

 

პატიმართა ახლობლები გლდანის ციხის მოქალაქეთა მისაღებში უყურებენ პატიმართა წამების ამსახველ ვიდეოებს. დაახლოებით 01:00 საათი, 20.09.2012
პატიმართა ახლობლები გლდანის ციხის მოქალაქეთა მისაღებში უყურებენ პატიმართა წამების ამსახველ ვიდეოებს. დაახლოებით 01:00 საათი, 20.09.2012

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი