ახალი ამბები

თბილისის კურთხევა დაიწყო

27 სექტემბერი, 2012 •
თბილისის კურთხევა დაიწყო

მსვლელობას ორგანიზებას ახალგაზრდული ორგანიზაცია “დავითიანნი” უწევს. როგორც “ნეტგაზეთის” თანამშრომელი იუწყება, მსვლელობას წინ სასულიერო პირი მიუძღვის, რომელიც შემხვედრ მანქანებს, ავტობუსებს და ხალხს ნაკურთხ წყალს ასხურებს.

 

“დღეს ერიც და ბერიც გაერთიანებული ვართ, ამ მსვლელობით ახალგაზრდები გამოვხატავთ მშვიდობიან პროტესტს იმ უსამართლობის მიმართ, რაც ხდება ქვეყანაში. მსვლელობა მეტეხის ხიდთან დასრულდება, გადავიხდით პარაკლისს და შემდეგ სამების ტაძრისკენ დავიძვრებით, სადაც პატრიარქი დაგვლოცავს”, – განაცხადა ორგანიზაცია “დავითიანნის” ერთ–ერთმა წევრმა თორნიკე სვანიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი