ახალი ამბები

ომბუდსმენის ცნობით, რუსთავის ციხეში 13 პატიმარი შიმშილობს

27 სექტემბერი, 2012 •
ომბუდსმენის ცნობით, რუსთავის ციხეში 13 პატიმარი შიმშილობს

“2012 წლის 26 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი იმყოფებოდა სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში, სადაც გაესაუბრა იქ განთავსებულ მსჯავრდებულებს. 13 მსჯავრდებული, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტპატიმრებს უწოდებენ, 26 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე  შიმშილობას გეგმავენ.

 

სახალხო დამცველის სახელზე მათ დაწერეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, აცხადებენ შიმშილობას ამა წლის 26 სექტემბრის 00.00 საათიდან 1 ოქტომბრის დადგომამდე, რომლის მიზეზადაც ასახელებენ საზოგადოდ ცნობილი წამების ფაქტების გაპროტესტებას და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.

 

მსჯავრდებულები ასევე მოთხოვენ, რომ რუსთავის #17 დაწესებულებაში – სადაც ისინი არიან განთავსებული, გავრცელდეს „Must Carry“-ის პრინციპი, მათ შორის არჩევნების შემდგომ პერიოდშიც”,  ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის ფანცხადებაში, რომელიც დღეს, 27 სექტემბერს გავრცელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი