ახალი ამბები

საგარეო უწყება: საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნება

19 დეკემბერი, 2016 • 24987
საგარეო უწყება: საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნება.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი საქართველოს 2016 წლის 20 დეკემბერს ეწვევა.

“ოფიციალური შეხვედრების პარალელურად ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის ოფიციალური ცერემონია. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი,”- აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სამინისტროს ცნობითვე, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

ვლადიმერ მაკეი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ასევე მოინახულებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი