ახალი ამბები

ივანიშვილი: სისხლი უკვე დაიღვარა [Video]

27 სექტემბერი, 2012 • • 953
ივანიშვილი: სისხლი უკვე დაიღვარა [Video]

“ამ დილით ამერიკის ელჩთან მქონდა შეხვედრა და ამ საკითხებზე ვსაუბრობდით, მე მასაც განვუმარტე და თქვენც განგიმარტავთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით მშვიდობისთვის. ყველანაირი საფუძველი მაქვს გავაკეთო განცხადება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას. მე გარანტია მივეცი ელჩს, რომ არაფერი მსგავსი არ მოხდება”,–ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა. 

 

თუმცა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების მხრიდან სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვას ჰქონდეს ადგილი და ამის მაგალითად ლაფანყურში განვითარებული მოვლენები მოჰყავს

“ის, რაც რობერტ სტურუამ თქვა არაერთხელ, რომ უსისხლოდ არ წავლენ და ეს მეც მქონდა მხედველობაში, სისხლი უკვე დაიღვარა ლაფანყურში, ორივე მხრიდან დაიღუპა ჩვენი მოქალაქეები და ხელისუფლებას არაფერი განუმარტავს, ჩვენ აუცილებლად გამოვიძიებთ ამ თემას, ის, რომ ოპოზიცია ვერ ახარებდა ხმების დაცვას, მე გარწმუნებთ, რომ ახლა სიტუაცია სხვანაირია, მსგავსი მომზადებული ოპოზიცია საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე არ ჰყოლია”. 

 

ივანიშვილი ხალხს მიმართავს, გამოვიდნენ 29 სექტემბრის აქციაზე თბილისსა და ქუთაისში, რათა ხელისუფლებას ერთიანი ძალა დაანახონ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი