ეროვნული ბანკის მიერ 20 დეკემბრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.7412 ლარი ღირს, რაც გასული პარასკევისთვის დადგენილ გაცვლით კურსს 0.0575 ერთეულით აღემატება.
დაახლოებით 6 თეთრით გაუფასურდა ლარი ევროსთან მიმართებითაც. 20 დეკემბრისთვის დადგენილი კურსით. 1 ევრო 2.8615 ლარი ღირს, რაც 20 დეკემბრისთვის დადგენილ კურსს 0.0565 ერთეულით აღემატება.
საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარს ფასი უკვე 2.82 ლარს აღწევს. ბლუმბერგზე 1 აშშ დოლარი 2.77 ლარად იყიდება.