ახალი ამბები

შსს სწავლობს მსახიობ თინა მახარაძის განცხადებას მუქარის შესახებ

19 დეკემბერი, 2016 • 4191
შსს სწავლობს მსახიობ თინა მახარაძის განცხადებას მუქარის შესახებ

მსახიობის, თინა მახარაძის განცხადების საფუძველზე სიტყვიერ მუქარასთან დაკავშირებით პოლიციამ მოკვლევა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ საქმის შესწავლა მიმდინარეობს და დანაშულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში პოლიცია კანონი ფარგლებში იმოქმედებს.

თინა მახარაძემ პოლიციას 13 დეკემბერს მიმართა. მახარაძისადმი მუქარა სვანეთში, მესტიის კოშკების ფონზე, ახალგაზრდა კაცის მიერ გადაღებული შიშველი ფოტოს გამო დაწყებულ გაამოხმაურებებს მოჰყვა. ფოტო მან სოციალურ ქსელში განათავსა, რის გამოც რამდენიმე ადგილობრივმა ბოდიში მოახდევინა და ამის ამსახველი ჩანაწერი ფეისბუკზეც განათავსეს. ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელიც Levan Levan სახელით იყო დარეგისტრირებული, თინა მახარძეს დაემუქრა:

“განაცხადი ეხება ვერბალურ მუქარას, რომლის შედეგადაც ადამიანს ადგება ფსიქოლოგიური სტრესი და ეს გარკვეულ შიშთანაა დაკავშირებული, საკმაოდ დიდი შანსია, რომ [ვერბალური მუქარა] რეალიზდეს და განხორციელდეს და ყოფილა მსგავსი პრეცედენტები ჩემს გამოცდილებაში. […] ჩემი მოტივი და მიზანი იყო, ეს დაუსჯელობის სინდრომი, რომ პოლიცია ვერაფერს დაგვაკლებს, ეს აღმეკვეთა, რეალურად ამას მივაღწიე. ფაქტია, რომ პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში და ამ ადამიანებმა აიღეს პოსტი, ფაქტია, რომ პოლიციამ რეაგირება მოახდინა”,- ამბობს მახარაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მახარაძის თქმითვე, მომხმარებელს, რომელიც მას ემუქრებოდა, სამუშაო ადგილად მითითებული ჰქონდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. “ნეტგაზეთი” ამ უწყებასაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ პირველად ესმით.

მასალების გადაბეჭდვის წესი