ახალი ამბები

ვლადიმერ ბედუკაძეზე ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა

27 სექტემბერი, 2012 • • 1120
ვლადიმერ ბედუკაძეზე ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა

ინტერპოლის ვებ–გვერდზე უკვე განთავსებულია ბედუკაძის ფოტო და მისი პირადი მონაცემები.

ბედუკაძე წითელი ცირკულარით ძებნების მიზეზად ინტერპოლის ვებ–გვერდზე მითითებულია “სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა”.

არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ ბედუკაძე ამ დროისთვის ბრიუსელში იმყოფება. მან ღიად განაცხადა, რომ ციხეებში პატიმართა წამებას ვიდეოზე თავად აღბეჭდავდა ბაჩო ახალაიას მითითებით.

 

18 სექტემბერს ტელეკომპანია “მე–9 არხისა” და “მაესტროს” ეთერში გავიდა გლდანის ციხეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალა.

ტელეკომპანიების ცნობით, მათ სწორედ ბედუკაძემ მიაწოდა გლდანის საპყრობილეში გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ასახავს პატიმრების გაუპატიურებისა და წამების პროცესს.

მასალების გადაბეჭდვის წესი