ახალი ამბები

ბოკერიამ სამართალდამცავებს ნაკლები სიმკაცრისკენ მოუწოდა

26 სექტემბერი, 2012 • • 1043
ბოკერიამ სამართალდამცავებს ნაკლები სიმკაცრისკენ მოუწოდა

გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს მონაცემებით, ბოლო დროს 30–ზე მეტი ადამიანია დაკავებული, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუკი სამართალდამცავები მსუბუქ სანქციას, მაგალითად, ჯარიმას გამოიყენებენ კანონდამრღვევის წინააღმდეგ.

 

უშიშროების საბჭოს მდივანმა ასევე მოუწოდა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, ნუ წაახალისებენ თავიანთ მომხრეებს ძალადობისა და დესტაბილიზაციისკენ. მისი თქმით, მიუხედავად ცალკეული ინციდენტებისა, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიანად მიმდინარეობს.

 

ჟურნალისტებმა სცადეს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბოკერიასთვის კითხვები დაესვათ, თუცა მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულ საკითხებზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი