ახალი ამბები

ირაკლი კაკაბაძე: ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ დაბლოკოს აქციები

26 სექტემბერი, 2012 •
ირაკლი კაკაბაძე: ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ დაბლოკოს აქციები

აქციაზე დაახლოებით 30–მდე კაცია შეკრებილი, მათ შორისაა მწერალი იკრალი კაკაბაძე:

 

“ახლა ისეთი რაღაც ხდება, რომ მიდის რაღაცნაირად ნებისმიერი საპროტესტო აქციის დაბლოკვა, ეს გასაგებია, ძალადობა პირდაპირ არის მიმართული აქციების წინააღმდეგ. ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ დაბლოკოს აქციები, ამიტომ მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე. მე ვუერთდები ყველას, ვინც ამ უსამართლობის მიმართ პროტესტს გამოხატავს”, – განაცხადა კაკაბაძემ. ის აქციებზე დგომას ბოლომდე აპირებს.

 

ფილარმონიის წინ შეკრებილ ხალხს კონკრეტული გეგმები არ აქვთ გადაადგილებასთან დაკავშირებით, ისინი მოუწოდებენ საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ შეუერთდნენ აქციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი