ახალი ამბები

სააკაშვილი: ყველა ოჯახში შეიძლება აღმოჩნდეს ვიღაცა საზიზღარი

26 სექტემბერი, 2012 • • 1145
სააკაშვილი: ყველა ოჯახში შეიძლება აღმოჩნდეს ვიღაცა საზიზღარი

“ჩვენი პროგრამა ძალიან კონკრეტულია. მე ყველა ქართველის ტკივილი მტკივა. ყველა გაჭირვებულის გულში ვზივარ და გული მიკვდება ამ გაჭირვებით. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ უნდა მიხედვა ჩვენს სოფლის მეურნეობას, რამდენი ტექნიკაა შესატანი, რამდენი სუბსიდიაა მიცემული, რომ ჩვენი სოფლის მაცხოვრებელი წელში გაიმართოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ის სიტყვით გამოსვლაში ბოლოდროინდელ ამბებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ არ შეიძლება რამდენიმე ადამიანის მიერ მალულად ჩადენილმა დანაშაულმა, საზიზღრობამ, სისასტიკემ უცებ ხაზი გადაუსვას ყველაფერ იმას, რასაც მთავრობა რუდუნებით ამდენი წელია აკეთებს.

“ეს ყველაფერი არაფერს არ ნიშნავს, რამდენიმე ადამიანის უღირსი ქმედება, დანაშაული, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიხსნით, ეს შეიძლება მოხდეს ყველა სისტემაში. ყველა ოჯახში შეიძლება აღმოჩნდეს ვიღაცა საზიზღარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რამდენიმე ადამიანის მიერ მალულად ჩადენილმა დანაშაულმა, საზიზღრობამ, სისასტიკემ უცებ ხაზი გადაუსვას ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ რუდუნებით ამდენი წელი ვაკეთებთ, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ფაქტებმა შეაჩეროს ყოველივე ეს”, – მიმართა გორის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს პრეზიდენტმა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი