ახალი ამბები

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

19 დეკემბერი, 2016 • 3238
დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავა.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ფიზიკურ პირებზე გაასაღეს ყალბი 16 700 აშშ დოლარი. ჩატარებული გამოძიების შედეგად, ამოღებულია ყალბი აშშ დოლარის კუპიურები,” – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი