ახალი ამბები

კალაძე და სანიკიძე შსს-ს ბრალდებებს პასუხობენ

26 სექტემბერი, 2012 •
კალაძე და სანიკიძე შსს-ს ბრალდებებს პასუხობენ

“რაღაც ისეთი მოიფიქრონ და დამაბრალონ, რასაც თუნდაც ერთი ადამიანი დაიჯერებს,” – ასეთი შეფასება მისცა კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა ქუთაისში გუბაზ სანიკიძემ შ.ს.ს-ს მიერ გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, სადაც სანიკიძე საქართველოს ყოფილ უშიშროების მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას სთხოვს რუსეთში, ციხიდან ერთ–ერთი კანონიერი ქურდის გამოშვებას და ამის სანაცვლოდ  ანაზღაურებას სთავაზობს.

შ.ს.ს-ს ვერსიის თანახმად, სანიკიძის გარდა, ე.წ. კანონიერ ქურდებთან კავშირი აქვს “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ნომერს და მაჟორიტარ კანდიდატს სამტრედიაში: მათი თქმით, კახა კალაძე უცხოეთში რვა ქურდს შეხვდა.

“რა ვიცი, რა განცხადება უნდა გავაკეთო, დროც არა მაქვს, რომ ამ სისულელეს ვუსმინო,” – განაცხადა კახა კალაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი