მსვლელობის დაწყებამდე რამდენიმე სპორტსმენი სიტყვით გამოვიდა:
“ყველამ ერთად ავიმაღლოთ ხმა და ვთქვათ, რომ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ და ვიდგებით ახლაც და არჩევნების შემდეგაც”, – განაცხადა რაგბისტმა ბაჩო კოლელიშვილმა.
აქციაზე ისმის შეძახილები -“სისტემა ყარს”, “სისტემა უნდა დაინგრეს”. ამ წუთებში აქციის მონაწილეები კანცელარიის შენობისკენ მიემართებიან, ნაწილობრივ გადაკეტილია მელიქიშვილის გამზირი.
