ახალი ამბები

რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, შეცვლის თუ არა ცესკო მედიის შემზღუდავ დადგენილებას

26 სექტემბერი, 2012 •
რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, შეცვლის თუ არა ცესკო მედიის შემზღუდავ დადგენილებას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კორძაიას თქმით, მედიის წარმომადგენლები, რომელთა შორის თავადაც იყო, ცალსახად მოითხოვდნენ ცესკოსგან, გაეუქმებინა სადავო დადგენილება.

 

როგორც თამარ კორძაია ამბობს, ცესკოს წევრებმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ ცესკო მხოლოდ დადგენილების გარკვეული პუნქტების შეცვლაზე იმსჯელებს და პასუხს დაინტერესებულ მედიას რამდენიმე საათში აცნობებს.

 

ეთიკის ქარტიის აღამსრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ცესკო თანახმაა, რომ გარკვეული ცვლილება შეიტანოს პუნქტებში, რომელიც ზღუდავს საარჩევნო უბანზე ჟურნალისტების გადაადგილებას და საარჩევნო კაბინის გადაღებას.

 

 ჟურნალისტები უკვე მეორე დღეა მოითხოვენ ცესკოსგან, გააუქმოს 25 სექტემბერს, გამთენიისას მიღებული დადგენილება, რადგან ის მათ ფოტო–ვიდეოგადაღების უფლებას მნიშვნელოვნად უზღუდავს არჩევნების დღეს. მაგალითად, ამ დადგენილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, ჟურნალისტებს არ შეეძლებათ გადაიღონ საარჩევნო კაბინა, თუ ისინი კამერით დატოვებენ საარჩევნო უბანს, ვერ დაბრუნდებიან და გადაღებას ვერ გააგრძელებენ, ასევე ვერ ჩაწერენ ინტერვიუებს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, მათ თავისუფლად გადაღების საშუალება მხოლოდ 10 წუთის მანიძლე ექნებათ.

 

მედიის შემზღუდავი დადგენილების მიღებას ცესკოს სხდომაზე მხარი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაუჭირეს ქრისტიან–დემოკრატებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი