დღევანდელ აქციას “არა ძალადობასთან” ერთად კიდევ ერთი მესიჯი დაემატა – “არა გაყალბებას”, თუმცა აქციის მონაწილეების განცხადებით, მთავარი მესიჯი მაინც ერთია –”სისტემა უნდა დაინგრეს”. როგორც სტუდენტები აცხადებენ, თითოეული აქცია არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ სისტემის დასანგრევად:
“ისინი აწამებენ პატიმრებს, ისინი გვიზღუდავენ თავისუფლებას, მათ უბრალოდ მოკლეს მედია საქართველოში, მათ დღესაც სურთ, რომ გაგვიყალბონ არჩევნები. ჩვენ გვინდა ერთადერთი რამ, ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც გვექნება სამართლიანობის განცდა. დღეს აქ მოსვლა არის იმ ბრძოლის ნაწილი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვახორციელებთ. ჩვენი სლოგანია “სისტემა უნდა დაინგრეს”, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ ბესიკ ლიპარტელიანმა.
აქციის მონაწილეებმა სტუდენტებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს, მათი განცხადებით, დღეს ნეიტრალურობა არის დამღუპველი.
უნივერსიტეტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მოგვიანებით კანცელარიის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.
