“ჩვენ გაოცებულები ვართ იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საჯარო გახადა საფრანგეთში ჯერ კიდევ გამოძიების პროცეში არსებული საიდუმლო საქმე, რომელიც ადასტურებს შესაძლო საიდუმლო გარიგებას ქართულ ოპოზიციასა და საფრანგეთში მოქმედ კრიმინალურ ჯგუფებს შორის.
საფრანგეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებართვა არავითარ შემთხვევაში არ გაუცია, რისი უფლებაც, სხვათა შორის, მას არ გააჩნია”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არჩევნების სათანადოდ ჩატარებას ხელს შეუშლის წინასაარჩევნო კონტექსტში ამ ინფორმაციის გავრცელება, თანაც მას შემდეგ, რაც ქართულ ციხეებში წამების ფაქტები გამჟღავნდა და გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ძალღონე არ დაიშურონ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებისთვის.