აქციის მონაწილეები ადამიანებს შეძახილებით “გამოდი!” მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ აქციას, მათ შეძახილებს ფილარმონიასთან მიმავალი მანქანები საყვირის მიცემით ეხმიანებიან.
როგორც აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეები არსად გადაადგილებას არ აპირებენ და დაახლოებით 20:00 საათისთვის დაიშლებიან.
დავით კირკიტაძის თქმით, გუშინ აქციის მიმდინარეობის პროცესში პოლიციის მობილიზება შეინიშნებოდა, მისი თქმით, პროვოკაციის საფრთხე მუდმივად არსებობს, ამიტომ აქცია გვიანობამდე არ გაგრძელდება. როგორც აქციის ორგანიზატორმა განაცხადა, ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დღემდე მშვიდობიანად მიაღწიონ და ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალონ.