ახალი ამბები

გოგა ხაინდრავას დაკითხვა დაიწყო

25 სექტემბერი, 2012 •
გოგა ხაინდრავას დაკითხვა დაიწყო

გოგა ხაინდრავა ამჟამად  დაკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ხაინდრავას ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ  გაავრცელა  მასალა, რომელიც საფრანგეთის ჟანდარმერიამ საქართველოს მხარეს გადასცა. როგორც ამას საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მასზე ასახულია საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრის – გოგა ხაინდრავას შეხვედრა საფრანგეთში მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტებთან.

 

პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალების მიხედვით, ქართველმა პოლიტიკოსმა კრიმინალურ ავტორიტეტებს დახმარება სთხოვა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, სანაცვლოდ კი ისინი “ვარდების რევოლუციამდე” არსებულ მდგომარეობას აღიდგენდნენ და ძველ გავლენას დაიბრუნებენ.

გავრცელებული მასალის მიხედვით, ქართული ოპოზიციური ძალა ქვეყანაში დესტაბილიზაციას, არეულობას და “მხედრიონის” მსგავსის აღდგენას გეგმავდა.

საქართველოს პროკურატურამ გოგა ხაინდრავა დაიბარა. გოგა ხაინდრავა სახელმწიფო მინისტრად კონფლიქტების მოგვარების საკითხში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაინიშნა და ეს თანამდებობა 2006 წლის ივლისამდე ეკავა. ამის შემდეგ ხაინდრავამ ოპოზიციის რიგებში გადაინაცვლა. ამჟამად ის “ამომრჩეველთა ლიგის” წევრია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი