ახალი ამბებისამართალიტექნოლოგიები

Yahoo-ს სისტემაში მასობრივი უკანონო შეღწევის ფაქტებს FBI იძიებს

16 დეკემბერი, 2016 • 1807
Yahoo-ს სისტემაში მასობრივი უკანონო შეღწევის ფაქტებს FBI იძიებს

აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) Yahoo-ს სისტემაში მასობრივი უკანონო შეღწევის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. თეთრი სახლის ცნობით, სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მილიარდზე მეტი ანგარიშის მონაცემია მოპარული.

ბოლო წლების მანძილზე ეს Yahoo-ს სისტემაში შეღწევის მეორე შემთხვევაა. სექტემბერში კომპანიამ სისტემაში 2014 წლის უკანონო შეჭრის შესახებ ისაუბრა, რომლის დროსაც 500 მილიონი ანგარიში გატეხეს.

სექტემბერში კომპანიამ განაცხადა, რომ 500 მილიონი მომხმარებლის ანგარიშის დაჰაკვა სახელმწიფოსგან დაფინანსებულმა ჰაკერებმა განახორციელეს, თუმცა მათ ქვეყანა არ დაუსახელებიათ. ბოლო შემთხვევის შესახებ კი კონკრეტულად არ უსაუბრიათ, თუმცა ამბობენ, რომ ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან კავშირში არაა.

ფედერალური საგამოძიებო ბიურო გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი