17:25 – საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ განცხადება გააკეთა. მთავარი პროკურორის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო პროკურატურა მედიას გადასცემს ვიდეომასალას, რომელზეც ასახულია, თუ როგორ გეგმავს ქვეყანაში არეულობას, დესტაბილიზაციას ოპოზიციის წარმომდგენლები საერთაშორისო დამნაშაავეებთან შეთანხმებით.
“რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიისაგან, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება.
დღეს, 25 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საფრანგეთის სასმართლოს სანქციით ჩვენ გადმოგვეცა ინფორმაცია.
საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომდგენელსა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას, კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და მხედრიონის მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას.
ინფორმაცია არის ქართულ ენაზე და წარმოადგენს საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ზუსტ თარგმანს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქართული სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ ინტენსიურ გამოძიებას.” -აცხადებს ზოდელავა.