როგორც კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი, სოზარ სუბარი აცხადებს, უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში “ქართული ოცნების” 60 წევრი და აქტივისტია დაკავებული.
სუბარის განმარტებით, ყველა მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს მისჯილი და, შესაბამისად, მათ 40-60- დღიანი პატმრობა ემუქრება.
კოალიციაში აღნიშნულ დაკავებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.
კოალიცია “ქართული ოცნება” მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხელისუფლების ქმედებები შეაჩერონ.