ახალი ამბები

ილონ მასკი ეკონომიკურ საკითხებში ტრამპის მრჩეველთა გუნდს შეუერთდა

16 დეკემბერი, 2016 • 2049
ილონ მასკი ეკონომიკურ საკითხებში ტრამპის მრჩეველთა გუნდს შეუერთდა

ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, Uber-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორები აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალ ტრამპის მრჩეველთა რიგებში იქნებიან.

ტრამპის გუნდში აცხადებენ, რომ Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი პრეზიდენტს სტრატეგიული დაგეგმარებისა და პოლიტიკის ფორუმის ფარგლებში ხშირად შეხვდება და გააცნობს თავის მოსაზრებებს ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

განცხადება ამის შესახებ პირველად 14 დეკემბერს გაკეთდა, როდესაც დონალდ ტრამპი ეფლის, ფეისბუკის, გუგლის, დისნეის, IBM-ის, ჯენერალ ელექტრიკისა და “სილიკონის ველის” სხვა გავლენიან პირველ პირებს შეხვდა.

ილონ მასკი საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპის კრიტიკას არ ერიდებოდა და აცხადებდა, რომ ის ვერ იქნებოდა აშშ-სათვის შესაფერისი პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპი კი დარწმუნებულია, რომ მისი ადმინისტრაცია “სილიკონის ველთან” წარმატებით ითანამშრომლებს და ერთად შეძლებენ ბიზნესკლიმატისა და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას, რაც საბოლოოდ გაზრდილი სამუშაო ადგილებითა და წარმოებით გამოიხატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი