დღეს ოცდახუთამდე ახალგაზრდა ხელოვანმა ციხეში პატიმრების წამება მდუმარედ გააპროტესტა. ახალგაზრდა მწერლები, პოეტები და მხატვრები, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა ღონისძიებებიდან იცნობენ, პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ, ილიასა და აკაკის ძეგლთან შეიკრიბნენ.
მწერალი გიორგი ცხვიტარია “ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ მდუმარე ფორმა სხვა აქციებისგან განსხვავებულობის გამო შეარჩიეს:
“ჩვენი აქცია აპოლიტიკური ხასიათისაა, ჩვენ ვაპროტესტებთ ციხეში მომხდარ ამაზრზენ ფაქტს, რომელიც ცოტა ხნის წინ იხილა სრულიად საქართველომ და ვგმობთ ამ ფაქტს. ჩვენ მოვითხოვთ, დამნაშაავეები უმკაცრესი სასჯელის ფორმით დაისაჯონ”.
შეგახსენებთ, რომ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა აქციები მიმდინარეობს.