ახალი ამბები

სტუდენტები: სახლში ჯდომა დანაშაულია

25 სექტემბერი, 2012 •
სტუდენტები: სახლში ჯდომა დანაშაულია

სტუდენტები გაეროს ოფისთან სიტყვით გამოვიდნენ, ისმოდა შეძახილები- “სისტემა უნდა დაინგრეს”.

 

სტუდენტების განცხადებით, მომდევნო დღეებში გამართული აქციები გაცილებით მასშტაბური იქნება, მათი თქმით, ახლა სახლში ჯდომა დანაშაულის ტოლფასია, ამიტომ ისინი ყველას მოუწოდებენ, შემოუერთდნენ აქციებს.

 

“ჩვენ მოვუწოდებთ დასავლეთის ქვეყნებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმ კადრების ხილვის შემდეგ, რაც გავრცელდა, აღიარონ რომ დღევანდელი ხელისუფლება არის მოძალადე”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 

სტუდენტების მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება, ისინი ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც პატიმრების წამებაში მონაწილეობდა, გარდა ამისა, ისინი ითხოვენ დემოკრატიას უნივერსიტეტში:

 

“აქამდე არ იყო აქციები იმიტომ, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ახლა ჩვენ ამის ჩანასახებს ვხედავთ. სამოქალაქო პასუხისმგებლობა ყალიბდება უნივერსიტეტში, ამიტომ უნივერსიტეტი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური ძალისგან თავისუფალი”, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა დიტო ხუსკივაძემ.

 

სტუდენტების აქცია ხვალ, 15:00 საათზე თსუ–ს პირველ კორპუსთან განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი