საქართველოს პრეზიდენტი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიის მუშაობაში. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინიასრაცია ავრცელებს.
“25 სექტემბერს, სესიის ფარგლებში, დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა. გამოსვლისას, ქვეყნის პრეზიდენტი სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, იმ მიღწევებსა და პრობლემებზე ისაუბრებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ გარდაქმნებს ახლავს თან.
ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე მაღალი რანგის შეხვედრასაც გამართავს.”-ნათქვამია განცხადებაში.