ახალი ამბები

სტუდენტები საორგანიზაციო ჯგუფს ქმნიან

25 სექტემბერი, 2012 •
სტუდენტები საორგანიზაციო ჯგუფს ქმნიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტების განცხადებით, იმის გამო, რომ რამდენიმე სტუდენტური გაერთიანება არსებობს, აქციების ჩატარების დროისა და ადგილის დადგენა ზუსტად ვერ ხდება, რაც ხალხის გაფანტვას იწვევს. ამის გამო ისინი საორგანიზაციო ჯგუფს შექმნიან. 

 

ჯგუფში ყველა სტუდენტური გაერთიანებიდან ორ–ორი წევრი შევა, ისინი ერთი ვებ–გვერდის ან ბლოგის გაკეთებასაც გეგმავენ, სადაც მომავალი აქციების შესახებ ზუსტი ინფორმაცია გამოქვეყნდება.

 

გარდა სტუდენტებისა, შესაძლოა საორგანიზაციო ჯგუფში სხვა ადამიანებიც გაერთიანდნენ იმისათვის, რომ სტუდენტების საპროტესტო აქციებს სწორი მიმართულება მისცენ, ამის შესახებ საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა სერგი ბარამიძემ პირველი კორპუსის ეზოში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისი თქმით, ეს ადამინები არ იქნებიან არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი