ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში რუსეთიდან ფრინველის ხორცის იმპორტი აიკრძალა

15 დეკემბერი, 2016 • 3928
აზერბაიჯანში რუსეთიდან ფრინველის ხორცის იმპორტი აიკრძალა

აზერბაიჯანში “ფრინველის გრიპის” (H5) რისკის გამო რუსეთიდან ფრინველის ხორცის იმპორტი შეიზღუდა.

2016 წლის 24 ნოემბერსა და 9 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რუსეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ასტრახანის მხარეში აღმოჩენილი “ფრინველის გრიპის” ვირუსის შესახებ განაცხადა.

რუსეთიდან აღნიშნული პროდუქციის იმპორტის შეზღუდვაზე შესაბამისი ბრძანება აზერბაიჯანის ვეტერინარიის სახელმწიფო სამსახურმა გასცა.

ამავე მიზეზით მსგავსი შეზღუდვა ნოემბერში აზერბაიჯანმა ირანიდან შემოსული პროდუქციისთვისაც დააწესა.

Screen Shot 2016-12-15 at 1.14.03 PM

photo: http://www.cattlenetwork.com/

photo: http://www.cattlenetwork.com/

მასალების გადაბეჭდვის წესი