ახალი ამბები

ივანიშვილი აცხადებს, რომ სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს

24 სექტემბერი, 2012 • • 875
ივანიშვილი აცხადებს, რომ სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს

“მე მინდა მოსახლეობა დავარწმუნო, რა თქმა უნდა, ეს კაცი ყველაფერზე წამსვლელია და, რა თქმა უნდა, ყველაფერს ეცდება, რომ რაღაც მოიფიქროს. ის სიტუაციის შემობრუნებას აპირებს, მე ამაზე უკვე ვისაუბრე და აღარ დავუბრუნდები. რაც არ უნდა გააკეთოს, ბატონო დავით, ძალიან ცუდი იქნება, რამე უბედურება არ ჩაიდინოს ისევ. რა თქმა უნდა, ჩვენ ქუჩაში ვერ გამოგვიყვანს, არავითარ დაპირისპირებას ჩვენ არ ავყვებით, როგორც არ უნდა განვითარდეს სიტუაცია. მე მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რასაც ესენი ცდილობენ პირველი დღიდან, რაც მე პოლიტიკაში მოვედი. საითაც არ უნდა წავიდნენ, უარესს მიიღებენ. ყველაფერი დამთავრდება ძალიან კარგად, მე სიწყნარისკენ მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა არიან გამოსული და ძალიან  მიხარია და ჩემი ოცნება იყო, ახალგაზრდებს გამოეღვიძათ. სხვათა შორის, ამაში მე დიდი წვლილი არ შემიტანია. ის, რომ სტუდნეტობა დღეს ამხელა აქციებს ატარებს და აბსოლუტურად ჩვენ ამაში არ ვერევით, ძალიან მოსაწონია. ახალგაზრდებმა უნდა აიღონ და უნდა განსაზღვრონ ქვეყნის ბედი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მან აქციებში მონაწილე სტუდენტებს მოუწოდა, ნუ აყვებიან პროვოკაციებს.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი