ახალი ამბები

პატიმრების წამებისთვის დაკავებული პირების ადგილსამყოფელი მხოლოდ ოჯახისთვისაა ცნობილი

24 სექტემბერი, 2012 •
პატიმრების წამებისთვის დაკავებული პირების ადგილსამყოფელი მხოლოდ ოჯახისთვისაა ცნობილი

იმ პირთა ადგილსამყოფელი, რომლებიც პატიმრების წამების გამო არიან დაკავებული, მხოლოდ ოჯახის წევრებისთისაა ცნობილი. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესამსახურის ნინო ერემაშვილის განცხადებით, არ ჩათვალეს მიზანშეწონილად, აღნიშნულ პირებს სხვა მსჯავრდებულებთან ერთად მოეხადათ სასჯელი და ისინი იზოლირებული არიან, თუმცა ერემაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ  პატიმართა წამებისთვის დაკავებული 10 პირი  სხვა პატიმრებთან მიმართებაში თანაბარ პირობებში იმყოფებიან და არავითარი პრივილეგიებით არ სარგებლობენ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი