ახალი ამბები

“ქართული ოცნების” ორი აქტივისტი ნაცემია

24 სექტემბერი, 2012 •
“ქართული ოცნების” ორი აქტივისტი ნაცემია

“ქართული ოცნების” წარმომადგენლის თამაზ შიოშვილის განცხადებით,  კოალიცია “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ორი წრმომადგენელი ვლადიმერ სუჯაშვილი და გიორგი ხახაშვილი უმოწყალოდ ნაცემი არიან. ერთ-ერთ მათგნს თავიც ჰქონდა გახეთქილი და ნაკერები დაადეს. 

როგორც შიოშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ხახაშვილი და სუჯაშვილი  “გალფის” ბენზინგასამართ სადგურთან მეგობარს ესაუბრებოდნენ, როდესაც მათ თავს დაესხნენ. 

“გუშინ თათბირი ჩატარდა, რომელიც შსს მინისტრის მოდგილე შოთა ხიზანიშვილი ესწრებოდა, ვვარაუდობ, რომ სწორედ მისი ბრძანებაა, უმოწყალოდ გაუსწორდენენ   “ქართული ოცნების” ყველა აქტივისტს, სწორედ ამ თათბირის შემდეგ ხვდებიან ჩვენს წარმომადგენლებს სადარბაზოებთან და სცემენ”- აცხადებს შიოშვილი. 

მისივე თქმით, საჩივარი პოლიციაში უკვე შეტანილია, ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

“გალფის სადგურებზე ყველგან ვიდეოთვალია, ამოიღონ,  ნახონ, თუმცა “გალფი” დავით კეზერაშვილისაა და მაგას არ იზამს”-ამბობს შიოშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი