ახალი ამბები

პატრული ციხეებს დღეს დატოვებს

24 სექტემბერი, 2012 • • 1788
პატრული ციხეებს დღეს დატოვებს

პატრული
პატრული

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე ცნობილი არ არის ზუსტი დრო, როდის დაიწყებენ პატრულის თანამშრომლები ციხიდან გამოსვლას.

სამინისტროში აცხადებენ, რომ პატრულის ჩასანაცვლებლად რესურსი არსებობს და ციხეებს უწყება სრულად აკონტროლებს.

 

მთელი  ქვეყნის მასშტაბით ყველა ციხეში საპატრულო პოლიცია 2012 წლის 19 სექტემბერს შევიდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხებით ციხეებში პატიმართა წამების ფაქტების ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ მიიღო. ციხეებში პატრულის თანამშრომლების შევლის პროცესი პირად კონტროლზე პრემიერმინისტრმა ვანო მერბიშვილმა აიყვანა.

 

„მთლიანად შევიყვანოთ პატიმრებთან პოლიციის პატრული. ეს არის დროებითი ღონისძიება. ეს ბოლომდე პატრულის ფუნქცია არ არის, მაგრამ სიტუაცია არის საგანგებო. ყველაფერი უნდა შეიცვალოს მარტო შიდა რეჟიმი კი არა, არამედ სანიტარული პირობები, უნდა გაფართოვდეს პრობაციის სისტემა, განვტვირთოთ ციხეები“– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების სისტემაში მარცხი აღიარა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი