
პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნინო იმედაშვილის განცხადებით, გიგა ბოკერია თბილისში იმყოფება და არსად არ გამგზავრებულა.
“FrontNews”–ის ცნობით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მოსკოვში იმყოფება და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
გამოცემა იუწყება, რომ “ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ „ფეისბუქში” გავრცელებული ინფორმაცია “FrontNews”-სთან საუბარში ბოკერიას არც ერთმა მოადგილემ არ უარყო, თუმცა არც იმის დაკონკრეტება ისურვა, სად იმყოფება ამჟამად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.”