ახალი ამბები

ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე პუტინთან დაახლოებული რექს ტილერსონი წარადგინა

13 დეკემბერი, 2016 • 7320
ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე პუტინთან დაახლოებული რექს ტილერსონი წარადგინა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა დონალდ ტრამპმა 13 დეკემბერს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინა ნავთობკომპანია “ექსონ მობილის” ხელმძღვანელი რექს ტილერსონი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან.

ტრამპის მსგავსად, არც 64 წლის ტილერსონს აქვს ფორმალური გამოცდილება საგარეო პოლიტიკის სფეროში, თუმცა, როგორც “სიენენი” წერს, მან წლების განმავლობაში დაამყარა ურთიერთობა მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერთან მასშტაბური შეთანხმებების დადებისას.

“მისი შეუპოვრობა, მდიდარი გამოცდილება და გეოპოლიტიკის სიღრმისეული ცოდნა მას ბრწყინვალე სახელმწიფო მდივნად აქცევს”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ტილერსონის წარდგენისას.

ამერიკული მედიის ნაწილში ტრამპის ეს გადაწყვეტილება აღიქმება რუსეთთან ვაშინგტონის ურთიერთობების დათბობის სიგნალად. ამის საფუძველს იძლევა ტილერსონის ურთიერთობა პუტინთან – მაგალითად, 2013 წელს ვლადიმერ პუტინმა რექ ტილერსონი პრესტიჟული “მეგობრობის ორდენით” დააჯილდოვა. სიენენის ცნობით, ტილერსონის დანიშვნით შეშფოთებული არიან აშშ-ის სენატორები, ჯონ მაკკეინი და მარკო რუბიოც. ისინი შიშობენ, რომ ტილერსონი აშშ-ის პოლიტიკას რუსეთს დაუახლოებს.

რექს ტილერსონი. ფოტო: EPA/SERGEI ILNITSKY

რექს ტილერსონი. ფოტო: EPA/SERGEI ILNITSKY

მასალების გადაბეჭდვის წესი