ენერგო პრო ჯორჯია: ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის უმეტეს რეგიონში აღდგა

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. გამონაკლისს მხოლოდ ხულოს მონაკვეთი წარმოადგენს. როგორც კომპანიაში ამბობენ, “ენერგო პრო ჯორჯიას” ტექნიკური ჯგუფი ხულოში ელექტროენერგიის აღდგენისთვის ამ დრომდე მუშობს.

მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას დღის განმავლობაში ელექტროენერგია დიდთოვლობის გამო არ მიეწოდებოდა. თოვლმა ელექტროგადამცემი სადენები დააზიანა. ორმეტრიანმა თოვლმა შეაფერხა ტექნიკური სამუშაოებიც. პრობლემები იყო იმერეთის მაღალმთიან სოფლებშიც, თუმცა, ბოლო მონაცემებით, მოსახლეობას ელექტორენერგიის მიწოდება აღუდგა.  როგორც კომპანიაში ამბობენ, ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება სამტრედიასაც, სადაც წყალდიდობა იყო.

გუშინ საღამოს შემდეგ ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა ქუთაისის მოსახლეობასაც, რისი მიზეზიც, ენერგო პრო ჯორჯიას ცნობით, ლოკალური დაზიანება იყო. ამ დროისთვის (19:00 საათი) ელექტროენერგიის მიწოდება ქუთაისშიც აღდგა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.