ხვალ, 13 დეკემბერს, მთავრობა  “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციას, ასევე, საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას 2017 ბიუჯეტის  პროექტის საბოლოო ვარიანტს წარუდგენს. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით,  14:00 საათზე ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი  “პატრიოტთა ალიანსს” შეხვდება, 15:00 საათზე -უმცირესობას, ხოლო 16:30 საათზე- უმრავლესობას.

უკვე 14 დეკემბერს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *